21 სექტემბერი 2018

სამეწარმეო სუბიექტებისათვის/იურიდიული პირებისათვის სპს გოჩელაშვილები და პარტნიორები 

(ს/ნ: 205120091) საადვოკატო მომსახურება აუთსორსის   (Authsource lawyer Service) ფარგლებში

ყოველთვიური ანაზღაურების სანაცვლოდ შემდეგი იურიდიულ მომსახურება:

სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა, სამართლებრივი შეფასებების/დასკვნების შედგენა, საჭიროების ან/და კლიენტის სურვილის შემთხვევაში - საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა;

 

მიმდინარე საქმეებზე საქმიანი წერილების მომზადება/შედგენა, კლიენტთან კონტრაჰენტების/მესამე პირების მიერ წარდგენილ წერილებზე პოზიციის შემუშავება და პასუხის მომზადება;

ხელშეკრულების შედგენა (სამართლებრივ ურთიერთობების სახეები შეუზღუდავია), ასევე, კლიენტისათვის მხარის/კონტრაჰენტის მიერ გადაცემული ხელშეკრულების პროექტის (ოფერტი) რევიზია, რედაქტირება, შემხვედრი პირობების შემუშავება და ცვლილებების და დამატებების შეტანა კლიენტის ინტერსების გათვალისწინებით;

იურიდიული პირის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის (წესდება და სხვა) შედგენა, სათანადო მინდობილობის არსებობისას - წარმომადგენლობის გაწევა მარეგისტრირებელ ორგანოში; 

ადმინისტრაციული ორგანოების დონეზე - განცხადებების/საჩივრების მომზადება, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა, ან კიდევ, ასეთ წარმოებაში მოწინააღმდეგე მხარის სახით კლიენტის ინტერესების წარმოდგენა;

კლიენტი კომპანიის კონტრაჰენტ იურიდიულ პირებზე გადახდის უუნარობის საქმეებზე მისი ინტერესების წარმოდგენა სასამართლოში;

გამარტივებული საქმის წარმოებისათვის (გადახდის ბრძანების გამოცემა) დოკუმენტაციის მომზადება და აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენა;

 მომსახურების ხელშეკრულების დადების შემდეგ კლიენტის სურვილის შემთხვევაში თანამშრომლებთან დადებული შრომითი ხელშეკრულების რევიზია და საჭიროებისას,  მათში ცვლილებების და დამატებების შეტანა, ან კიდევ, ახალი შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესის და თანამდებობრივი ინსტრუქციის მომზადება.