სპს გოჩელაშვილები და პარტნიორები (ყოფილი ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფი) დაფუძნებულია 2005 წლის 23 დეკემბერს და წარმოადგენს პროფესიონალთა გუნდს, სადაც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი სახის მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება: კორპორატიული მომსახურება იურიდიული პირებისათვის, სარჩელისა და სხვა პროცესუალური დოკუმენტების მომზადება, საქმის წარმოება და წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში, კერძო სამართლის სუბიექტებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე კონსულტაციები, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება, არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება და რეგისტრაცია, არასრულწლოვანთა საქმეების წარმოება საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატის მიერ, ოჯახის ადვოკატი და სხვა.
საკონსულტაციო ჯგუფთან ფუნქციონირებს საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი. არბიტრაჟში საქმეებს განიხილავენ მაღალკვალიფიციური უმაღლესი იურიდიული განათლებისა და პროფესიული გამოცდილების მქონე არბიტრები.
საკონსულტაციო ჯგუფში დასაქმებული საერთო, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმითა და მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილებით, გუნდური მუშაობის პრინციპით, ადვოკატის მაღალი ეთიკით, თითოეულ საქმეზე ინდივიდუალური მიდგომითა და კონფიდენციალობის დაცვით.
საკონსულტაციო ჯგუფი კლიენტებს მომსახურებას უწევს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
საკონსულტაციო ჯგუფი წარმოადგენს კლიენტის ინტერესებს სამართლის შემდეგ დარგებში: