21 სექტემბერი 2018

თუ გესაჭიროებათ   იურიდიული დახმარება და     ადვოკატის მომსახურება, მაშინ  აუცილებელია   იცოდეთ     კლიენტისა და ადვოკატის  ურთიერთობის   შემდეგი ძირითადი    პრინციპები :

·       ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში

·       ადვოკატი უნდა იყოს  კეთილსინდისიერი, კარგი რეპუტაცის  და პატივს სცემდეს იურიდიულ პროფესიას

·        საადვოკატო საქმიანობა არის თავისუფლი და დამოუკიდებელი

·       ადვოკატისათვის აუცილებელია პატივი სცეს  კლიენტის უფლებებსა და თავისუფლებებს

·       ადვოკატისათვის სავალდებულოა  პროფესიული საიდუმლოების დაცვა

·        ადვოკატისათვის სავალდებულოა   დაიცვას  პროფესიული ეთიკის ნორმები

·       ადვოკატისათვის უპირატესია კლიენტის ინტერესები და კანონიერება

·       ადვოკატს უფლება აქვს კლიენტის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით

·       ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან

·       ადვოკატი საადვოკატო მომსახურების დაწყებამდე კლიენტთან დებს ხელშეკრულებას და ამ ხელშეკრულების საფუძვეზე იღებს მის მიერ გაწეული მომსახურების საზღაურს და ასევე,  ჰონორარს, თუ ეს შეთანხმებულია ხელშეკრულებით  კლიენტთან

 

            ადვოკატთან ურთიერთობის დაწყებამდე  კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

 

·       ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში საერთო, სამოქალაქო და სისხლის  სპეციალიზაციით

·       საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი უფლებამოსილია დაიცვას  კლიენტი   სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატი კლიენტს იცავს მხოლოდ სამოქალაქო  და ადმინისტრაციულ საქმეებზე, ხოლო  სისხლის სპეციალიზაციის ადვოკატი მხოლოდ  სისხლის სამართლის საქმეებზე    

                                         ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფი