21 სექტემბერი 2018

დები გოჩელაშვილების წარმატებული იურიდიული კომპანია

 

 

ლინკი:https://tbiliselebi.ge/ka/news/society/debi-gochelashvilebis-tsarmatebuli-iuridiuli-kompania?fbclid=IwAR0AsA58DhXUCSgpmvGj5GF28bNGRiDVIn492QEQ1u2vIJmoEekrbHH-AUY

 

ავტორი: მაკა ჯიქია 15:53 01.09

გოჩელაშვილები

„ყოველი ახალი საქმე ჰგავს საჭადრაკო პარტიას, სადაც გამარჯვების მოსაპოვებლად ყოველი სვლა წინასწარ უნდა გათვალო!“ – სამართლებრივი მომსახურების სფეროში ამ პრინციპით მოქმედი სპს „ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფი“ 2005 წლის 23 დეკემბრიდან საქმიანობს და წარმოადგენს ისეთ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც კლიენტებს სთავაზობს ფართო სპექტრის იურიდიულ, საადვოკატო და სამართლის სფეროს საექსპერტო მომსახურებას. კომპანიასთან ასევე არსებობს საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი.

ალბათ, დამეთანხმებით, საჭირო დროს რთულია იურიდიული კომპანიის მოძებნა, სადაც ისეთ საადვოკატო მომსახურებას გაგიწევენ და იმ ხარისხში, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, მით უფრო, როდესაც საზოგადოებაში ადვოკატებთან მიმართებაში უნდობლობა არსებობს. ჩვენს დღევანდელ ყოფაში ეს საკითხი ძალიან აქტუალურია, ამიტომ გაგაცნობთ საადვოკატო კომპანიას, რომელიც მრავალი წელია არსებობს და მას სამართლებრივი დახმარებისთვის ძალიან ბევრი ადამიანი თუ კომპანია მიმართავს. ამ იურიდიულ კომპანიას სხვადასხვა სფეროს მეწარმეებთან სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულებები აქვს დადებული და ამ კომპანიებში მოწესრიგებულია შრომით სამართლებრივი ურთიერთობები, სახელშეკრულებო, საწარმოს მართვის, საგადასახადო საკითხები და რაც მთავარია, ყველა იურიდიული სერვისი ორიენტირებულია შედეგზე. ეს კი მიიღწევა დიდი პროფესიული გამოცდილების მქონე, სანდო და მაღალკვალიფიციური ადვოკატების გუნდის ერთობლივი თუ ინდივიდუალური მუშაობის შედეგად.

გთავაზობთ ინტერვიუს საკონსულტაციო ჯგუფის დამფუძნებელ ადვოკატებთან:

ლალი გოჩელაშვილი: 1991 წლიდან დავიწყე პროფესიული საქმიანობა. იმ დროს უნივერსიტეტი წარჩინებულ სტუდენტებს ანაწილებდა და მე ადვოკატთა კოლეგიაში გამანაწილეს. 90-იან წლებში მომიწია პროფესიული ,,გამოწრთობა”, მძიმე წლები იყო, მაგრამ პროფესიული თვალსაზრისით – ძალიან ნაყოფიერი. შემდეგ იყო 1998 წლის სასამართლო რეფორმა და პირველივე გამოცდაში 240 მსურველიდან მხოლოდ 32-მა გავიარეთ რთული ტესტირება და პირველები დავინიშნეთ ახალ სასამართლო სისტემაში. ჩემს უფლებამოსილებას შევუდექი ჯერ ქუთაისის საოლქო სასამართლოში, შემდეგ უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ბატონ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდში. დიდი პროფესიული გამოცდილება მომცა სასამართლო სისტემაში სამოქალაქო სამართლის კორიფესთან და საუკეთესო მოსამართლეებთან ერთად სისტემაში მუშაობამ. ეს იყო პერიოდი, როცა მოსამართლე რეალურად დამოუკიდებელი იყო, არავინ ერეოდა მის სამოსამართლეო საქმიანობაში და დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს. სასამართლო სისტემაში დავრჩი იმ დრომდე, სანამ მოსამართლეობის დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალი იყო. 2005 წლის დეკემბერში პირადი განცხადებით დავტოვე სასამართლო სისტემა და დავუბრუნდი საადვოკატო საქმიანობას. 2006 წლიდან ვარ კომპანიის პარტნიორი. ასევე, ვარ არბიტრი კომპანიასთან არსებულ არბიტრაჟში.

– თქვენს პრაქტიკაში თუ ყოფილა ისეთი საქმე, რაზეც უარი გითქვამთ?

– მხოლოდ მაშინ, როცა საქმე სამართლებრივად 100 პროცენტით უპერსპექტივოა, მაგრამ თუ საქმეს მცირეოდენი შანსი მაინც აქვს, თუნდაც, დავის მორიგებით დასრულების პერსპექტივა, ადვოკატმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კლიენტის ინტერესი დაკმაყოფილდეს.

ნანა გოჩელაშვილი: 1996 წლიდან ვარ ადვოკატი. იურიდიული კომპანიის დაფუძნებამდე პროფესიულ საქმიანობას ვეწეოდი ფიზიკურ პირად, თუმცა, არ მასვენებდა ფიქრი, დამეფუძნებინა იურიდიული კომპანია. ამ გადაწყვეტილების მიღება კი დააჩქარა ჩემთვის ძალიან მძიმე ფაქტმა, ავტოკატასტროფაში მოხვედრამ. დამჭირდა ოპერაციული ჩარევა და ხანგრძლივი რეაბილიტაცია, რის გამოც ყველა ჩემს კლიენტთან მომიწია ხელშეკრულების შეწყვეტა. სწორედ ეს გახდა ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის, რომ რეაბილიტაციის შემდეგ მე ჩემს პროფესიას ახალი შემართებითა და იდეებით დავბრუნებოდი. ამ რთულ პერიოდში დავაფუძნე იურიდიული კომპანია ჩემს დასთან – თამართან და ჩვენს მეგობართან და კოლეგასთან – ირაკლი ხაჩიძესთან ერთად. იმ პერიოდში ლალი ჯერ კიდევ მოსამართლე იყო და 2006 წლიდან შემოგვიერთდა.

– თქვენს კლიენტებს შორის თუ ყოფილან ცნობილი სახეები და რას იტყვით თქვენს სპეციალიზაციასთან დაკავშირებით?

– რა თქმა უნდა, ვყოფილვარ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ან მათი ოჯახის წევრების ადვოკატი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კლიენტებთან დაკავშირებით ინფორმაცია კანონით კონფიდენციალურია, კონფიდენციალურად დავტოვებ.

რაც შეეხება სპეციალიზაციას, როგორც მე, ასევე კომპანიის ყველა ადვოკატი ვართ საერთო სპეციალიზაციის, ასევე, სპეციალიზებული ვართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში და ბავშვთა უფლებებში. კომპანიაზე სრული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს საიტზე – www.lawservices.ge. ამ საიტის მეშვეობით, ასევე, შესაძლებელია დისტანციური მომსახურების მიღება მსოფლიოს ყველა კუთხეში. კომპანიის საქმიანობაში სიახლეების შესატანად გვაქვს სამომავლო გეგმებიც. მახსოვს 2006 წელს ჩვენი პირველი პატარა და მოკრძალებული ოფისი ბაქოს ქუჩაზე, ამჟამად კი გვაქვს დიდი და ლამაზი ოფისი მისამართზე: თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა ¹30-ში.

თამარ გოჩელაშვილი: 2006 წლიდან ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ამ პროფესიაში მე გვიან მოვედი, ვინაიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრებამდე ამავე უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დავამთავრე. მას შემდეგ, რაც საკონსულომ ბონის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზის გაცემაზე უარი განმიცხადა, ამ ბარიერმა იურიდიული განათლების მიღებისაკენ და პირადი და სხვისი უფლებების დაცვისკენ მიბიძგა. ამგვარად შევეჭიდე ახალ გამოწვევას, მოვედი და დავემკვიდრე ახალ პროფესიაში. ადვოკატის საქმიანობა – ეს უწყვეტი განათლებაა, ყოველდღიურად ცოდნა-უნარების შეძენა და ზრდაა, ყოველგვარი ზეგავლენისგან თავისუფალი არსებობა და პროფესიული მდგრადობაა.

ადვოკატისთვის ყველაზე მთავარი კვალიფიციურობა და კეთილსინდისიერებაა. ადვოკატისათვის ერთდროულად პიარი და რეკლამა – ეს მხოლოდ კმაყოფილი კლიენტია.

– რა შემთხვევაში შეიძლება უთხრათ კლიენტს უარი მომსახურებაზე?

– თუ ჩემსა და კლიენტს შორის ვერ მოხერხდება მისი ინტერესების კვალიფიციურად დაცვის შეთანხმება, ანუ იგი არ დაეთანხმება მისთვის სასარგებლო შედეგის მისაღწევად იურიდიულად მომგებიან პოზიციას, ბუნებრივია, ვიყენებ უფლებას და უარს ვეუბნები მომსახურებაზე.

 

ავტორი: მაკა ჯიქია