სამეწარმეო სუბიექტებისათვის/იურიდიული პირებისათვის სპს გოჩელაშვილები და პარტნიორები (ს/ნ: 205120091) საადვოკატო მომსახურება აუთსორსის (Authsource lawyer Service) ფარგლებში
ყოველთვიური ანაზღაურების სანაცვლოდ შემდეგი იურიდიულ მომსახურება :
სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა, სამართლებრივი შეფასებების/დასკვნების შედგენა, საჭიროების ან/და კლიენტის სურვილის შემთხვევაში - საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა;
მიმდინარე საქმეებზე საქმიანი წერილების მომზადება/შედგენა, კლიენტთან კონტრაჰენტების/მესამე პირების მიერ წარდგენილ წერილებზე პოზიციის შემუშავება და პასუხის მომზადება;
ხელშეკრულების შედგენა (სამართლებრივ ურთიერთობების სახეები შეუზღუდავია), ასევე, კლიენტისათვის მხარის/კონტრაჰენტის მიერ გადაცემული ხელშეკრულების პროექტის (ოფერტი) რევიზია, რედაქტირება, შემხვედრი პირობების შემუშავება და ცვლილებების და დამატებების შეტანა კლიენტის ინტერსების გათვალისწინებით;
იურიდიული პირის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის (წესდება და სხვა) შედგენა, სათანადო მინდობილობის არსებობისას - წარმომადგენლობის გაწევა მარეგისტრირებელ ორგანოში;
ადმინისტრაციული ორგანოების დონეზე - განცხადებების/საჩივრების მომზადება, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა, ან კიდევ, ასეთ წარმოებაში მოწინააღმდეგე მხარის სახით კლიენტის ინტერესების წარმოდგენა;
კლიენტი კომპანიის კონტრაჰენტ იურიდიულ პირებზე გადახდის უუნარობის საქმეებზე მისი ინტერესების წარმოდგენა სასამართლოში;
გამარტივებული საქმის წარმოებისათვის (გადახდის ბრძანების გამოცემა) დოკუმენტაციის მომზადება და აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენა;
მომსახურების ხელშეკრულების დადების შემდეგ კლიენტის სურვილის შემთხვევაში თანამშრომლებთან დადებული შრომითი ხელშეკრულების რევიზია და საჭიროებისას, მათში ცვლილებების და დამატებების შეტანა, ან კიდევ, ახალი შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესის და თანამდებობრივი ინსტრუქციის მომზადება.
კორპორატიულ კლიენტებთან დადებული ხელშეკრულება ცალკე სახით ითვალისწინებს მომსახურების საფასურს :
საერთო სასამართლოებში (სამართლებრივი დავის კატეგორიის შეუზღუდავად) სამოქალაქო საქმეებზე ქონებრივ და არაქონებრივ დავებზე (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი);
საერთო სასამართლოებში (სამართლებრივი დავის კატეგორიის შეუზღუდავად) ადმინისტრაციულ საქმეებზე ქონებრივ და არაქონებრივ დავებზე (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ;
საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟებში (საარბიტრაჟო მოსარჩელე, საარბიტრაჟო მოპასუხე);
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებასა და სასამართლოში.